ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

სრული აღწერა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება, როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

FACEBOOK კომენტარები

მხარდაჭერა

თუ გსურთ ხელი შეუწყოთ ჩვენს პროექტს, და გაქვთ სურვილი გვერდში დაგვიდგეთ:

🎁 დონაციის ბმული

დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში: