ახალი ამბები & მედია » პროდუქცია » აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება
ახალი

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება

ფასი: ძველი ფასი:
მარაგშია
პროდუქციის კოდი: მარაგი: 0 ბრენდი:

პროდუქციის აღწერა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს პროექტს - აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადას, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობს 80-ზე მეტი ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლი, 2000-ზე მეტი შემსრულებელი.

ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად. 

პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდება 2026 წლის 18-23 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში, კერძოდ:

Ø  ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტები - 2026 წლის 18 მაისი, სსიპ - იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

Ø  ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტები - 2026 წლის 19 მაისი, ა(ა)იპ - ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი;

Ø  ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 2026 წლის 20 მაისი, ა(ა)იპ - ქობულეთის კულტურის ცენტრი; 

Ø  ქალაქი ბათუმი - 2026 წლის 21 მაისი, სსიპ - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი";

მეორე ეტაპი ჩატარდება 2026 წლის 23 მაისს, სსიპ - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანში".

მესამე ეტაპი - გამარჯვებული ანსამბლების გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი  -ჩატარდება 2026 წლის 3 ივნისს, სსიპ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. 

განაცხადები  მიიღება 2026 წლის 14 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - Info@mca.gov.ge ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში

(მის: ქალაქი ბათუმი ბაქოს ქ N8)

საკონკურსო პირობები ოლიმპიადა 2026 
შეფასების კრიტერიუმები [ცეკვა]
ოლიმპიადა განაცხადის ფორმა [ქორეოგრაფია]
შეფასების კრიტერიუმები [სიმღერა] 
ოლიმპიადა განაცხადის ფორმა [სიმღერა 2026] 
ბრძანება- ოლიმპიადის პირობების დამტკიცება 


ასევე იყიდეთ პროდუქცია

პოსტერი ა4
ახალი
პოსტერი ა4
103 ნახვა
პოსტერი ა4
ფასი: 54.00 ₾
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება
ახალი
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება
52 ნახვა
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა იწყება
ფასი: ₾

დაამატეთ კომენტარი