2025 წლის 10 საუკეთესო სერიალი (Variety-ის რეიტინგი)

სრული აღწერა:

ჟურნალმა Variety წლის 10 საუკეთესო სერიალის რეიტინგი გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სერიალი მისტიკას, ფენტეზსა და ესკაპიზმს გვთავაზობს, რათა ყოველდღიური რუტინისგან ყურადღება გადაგვატანინოს, სხვები იმაზე საუბრობენ, თუ სად ვიმყოფებით, როგორც კოლექტიური საზოგადოება“, - ასე დაახასიათეს გამოცემის რედაქტორებმა ამ წლის პროექტები.

პირველი ადგილი რეიტინგში Netflix-ის მინისერიალმა „მოზარდობა“ დაიკავა. პროექტი მოგვითხრობს 13 წლის მოზარდის ისტორიას, რომელსაც თანაკლასელის სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად. სერიალი ოთხი ეპიზოდისგან შედგება, თითოეული ერთი კადრით არის გადაღებული.

მეორე ადგილი ერგო სამედიცინო დრამას „პიტის საავადმყოფო“, რომელიც „ოქროს გლობუსზე“ „საუკეთესო დრამატული სერიალის“ კატეგორიაშია წარდგენილი. მესამე ადგილზე გამოცემის რედაქტორებმა სერიალი „სამუდამოდ შენთან“ განათავსეს, რომელიც ბავშვობის მეგობრების პირველი სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.

ათეულში ასევე მოხვდნენ: „სამოთხე“ (Hulu), „ის: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში“ (HBO), „უცხოელი: ჩემი სისხლის სისხლი“ (Starz), „ათასი დარტყმა“ (Hulu), „მოუთვინიერებელი“ (Netflix), „მოოქროვილი საუკუნე“ (HBO), „მერდო: სიკვდილი ჩვენს ოჯახში“ (Hulu).

წყარო: imedinews


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ოსკარი 2026: ამერიკის კინოაკადემიამ ნომინანტები ოფიციალურად გამოაცხადა
ოსკარი 2026: ამერიკის კინოაკადემიამ ნომინანტები ოფიციალურად გამოაცხადა
სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
დღეს ბათუმის ტაძრებში სამგლოვიარო პანაშვიდები აღევლინა
დღეს ბათუმის ტაძრებში სამგლოვიარო პანაშვიდები აღევლინა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
რეკლამა

მხარდაჭერა

თუ გსურთ ხელი შეუწყოთ ჩვენს პროექტს, და გაქვთ სურვილი გვერდში დაგვიდგეთ:

🎁 დონაციის ბმული

დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში: